მოასწარი 31 მარტამდე 4 წლამდე შიდა 0%-იანი განვადება და ისარგებლე ფასდაკლებით აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებზე ბაკურიანში

მხოლოდ 31 მარტამდე „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კომპლექსის სასტუმრო ნომრებსა და აპარტამენტებზე 4 წლამდე შიდა 0%-იანი განვადება და 27 000 ლარამდე ფასდაკლება ვრცელდება.

კომპლექსში უძრავი ქონების შეძენა თვეში 1800 ლარიდან არის შესაძლებელი. „სოლოსა“ და „კონცეპტის“ კლიენტებს კი საშუალება აქვთ, დამატებით 4%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ბაკურიანი ოთხივე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულებაა, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. აღსანიშნავია, რომ წელს კურორტი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, სადაც გაიმართა წლის მთავარი სპორტული მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კურორტს ეწვია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტიც, რომელმაც სასრიალო ტრასები და ბაკურიანის სპორტულ მიმართულებად ჩამოყალიბების პოტენციალი დადებითად შეაფასა.

ბაკურიანის მიმართ ინტერესის ზრდის პარალელურად მოთხოვნა იმატებს გასაყიდ და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზეც, განსაკუთრებით კი პრემიუმ კლასის კომპლექსებზე, სადაც ყველა სერვისი ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

334014260-6184357348298176-4338584414444033729-n-1678949389.png

ტერასა რეზორთ ბაკურიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც მოიცავს აპარტამენტებს, სასტუმროს ნომრებს, სკი დეპოს, რესტორანს, აუზსა და სხვა რეკრეაციულ სივრცეებს. კომპლექსის 4 800 კვადრატული მეტრი სრულად ეთმობა ეზოს, სადაც ბავშვთა გასართობი და სხვადასხვა სახის დასასვენებელი სივრცეები ეწყობა.

კომპლექსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს. მობინადრეები აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებს სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაიბარებენ, რაც დამატებითი დროისა და ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემთ.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასკვნით ფაზაშია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბანერზე დაჭერით თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დატოვონ და კომპანიის წარმომადგენელი მათ პირობებს პირადად გააცნობს:

334902392-198651312785282-8917262279815009524-n-1678949439.png

(R)