Credit Suisse შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან 53,7 მილიარდ დოლარამდე სესხის აღებას აპირებს

Credit Suisse შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან (SNB) 50 მილიარდამდე შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 53,7 მილიარდი დოლარი) ისესხებს. ამის შესახებ განცხადება ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"Credit Suisse აცხადებს თავის განზრახვას, ჰქონდეს წვდომა SNB-ს საკრედიტო დაფარვის მექანიზმზე, ისევე როგორც მოკლევადიანი ლიკვიდობის ობიექტზე, რომლის საერთო მოცულობა შეადგენს 50 მილიარდ ფრანკს. ეს დამატებითი ლიკვიდობა ხელს შეუწყობს Credit Suisse-ის ძირითად ოპერაციებსა და კლიენტების მომსახურებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე SNB-მ და შვეიცარიის ფინანსურმა მარეგულირებელმა გამოაცხადეს მზადყოფნა დაეხმარონ Credit Suisse-ს.

Credit Suisse-ის აქციები თითქმის 30%-ით დაეცა 15 მარტს. ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების კოტირება დაეცა 1,55 ფრანკამდე ($1,67 ოდნავ მეტი), მაგრამ შემდეგ ოდნავ გაიზარდა და ვაჭრობის დახურვისას 1,69 ფრანკს (დაახლოებით $1,83) მიაღწია, რაც 24 ,2%-ით ნაკლებია, ვიდრე სესიის დასაწყისში.

ეს მოხდა რამდენიმე ფაქტორის გამო. ფინანსურმა ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის Saudi National Bank-ის განცხადებაზე, (რომლის წილი Credit Suisse-ში ყველაზე დიდია და აღწევს 9,8%-ს), შვეიცარიული ბანკისთვის დამატებითი მხარდაჭერის სურვილის აბსოლუტური უქონლობის თაობაზე წილის გაზრდის კუთხით. საუდის არაბეთის ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ამარ ალ ჰუდაირიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ თუ წილი 10%-ს გადააჭარბებს, „ახალი წესების სერია ამოქმედდება“. „ჩვენ არ გვაქვს სურვილი შევიდეთ ახალ მარეგულირებელ რეჟიმში“, - დასძინა მან.

კოკა კვირკველია