რაში და რამდენს ხარჯავენ საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები?

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9 პროცენტით და 182.4 ლარს უტოლდება.

გთავაზობთ. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ერთ ვიზიტზე გაწეულ საშუალო ხარჯის განაწილებას კატეგორიების მიხედვით:

  • საყიდლები - 59.2 ლარი;
  • საკვები და სასმელი - 42.6 ლარი;
  • ტრანსპორტი - 39 ლარი;
  • განთავსება - 10.4 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 2 ლარი;
  • სხვა ხარჯები - 29.2 ლარი.
თაია არდოტელი