საქმიანობები, სადაც სამუშაოს ხანგრძლივობა ყველაზე მეტად გაიზარდა გასულ წელს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით ნამუშევარი საათების ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემები 2022 წლის მე-4 კვარტალს მოიცავს.

„საქსტატის“ ცნობით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.

უფრო კონკრეტულად, სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდის მიხედვით ტოპ-6 დარგის ჩამონათვალი ასეთია:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 103,1%-ით;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 163.3%-ით;
  • საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - 40,5%-ით;
  • საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - 40%-ით;

MIG ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება, ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობის, ბიჟუტერიის და მათთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება - 38.9%-ით;

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 38,3%-ით.

თაია არდოტელი