WSJ: G7-ს სურს რუსული ნავთობის ფასის ჭერი 60 დოლარზე შეინარჩუნოს

G7-ს სურს რუსული ნავთობის ფასის ჭერი 60 დოლარზე შეინარჩუნოს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, ევროკომისიის (EC) ოფიციალურმა პირებმა ასოციაციის წევრ ქვეყნებს G7 ქვეყნების პოზიციაც აცნობეს. გაზეთის წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის სანქციების კორექტირება.

გაზეთი წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მანამდე Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფის სურვილი იყო რუსული ნავთობის ფასის ზღვარი ბარელზე 51,45 დოლარამდე შემცირებულიყო.

როგორც ცნობილია, ფასების ზღვარზე ცვლილებების შეტანა საჭიროებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის და G7 წევრი ქვეყნის თანხმობას.

2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ემბარგო რუსეთის ფედერაციის ნავთობის ზღვით მიწოდებაზე. შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ შემოიღეს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის ფასის ზღვარი ბარელზე 60 დოლარის დონეზე. 2023 წლის 5 თებერვლიდან მსგავსი შეზღუდვები დაიწყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზეც. ფასის ჭერად დაწესდა 100 და 45 დოლარი ბარელზე, ნავთობპროდუქტების კატეგორიიდან გამომდინარე.

კოკა კვირკველია