მეორადი ავტომობილების ფასი 23%-ით, ხოლო ახლების - 15-20%-ით არის გაზრდილი - „გალთ ენდ თაგარტი“

ავტოდილერების ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ახალი ავტომობილების ფასები წლიურად 15%-20%-ით გაიზარდა, ამის შესახებ „გალთ ენდ ტაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, კვლევის თანახმად, გასულ წელს მეორადი მანქანების ფასი წლიურად 23%-ით გაიზარდა.

„ოფიციალურ დილერებს შორის, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა განსხვავდებოდა. ძირითადად ასახელებდნენ წლიურ 50%-იან ზრდას. ხოლო მეორადი მანქანების დილერებისთვის ტრანსპორტირების ხარჯები 2022 წელს წლიურად 30%-ით გაიზარდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი