"მიტარბი" ახალი შეფუთვით გამოდის ბაზარზე

ბრენდის გზავნილი: "მიიღე უფრო მეტი ხალისი"

მინერალური წყლის ბრენდი "მიტარბი" დღეიდან ახალი შეფუთვით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. 0.5-იანი და 1 ლიტრიანი ბოთლების გვერდით ადგილს 1,5 ლიტრიანი შეფუთვა იმკვიდრებს. ამ სიახლით კომპანია კონკურენტუნარიან ფასს სთავაზობს მომხმარებელს - 1,5 ლიტრიანი პროდუქტის ფასი 1 ლარი და 20 თეთრი იქნება.

"მიტარბი" ჩვენი კომპანიის პორტფელში ახალი ბრენდია. იგი ბაზარზე გასულ წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. 1,5 ლიტრიანი შეფუთვის ბაზარზე გამოტანა ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, რადგან გარკვეულ ეტაპზე გვსურდა ბაზარზე გამოგვეტანა საოჯახო მოხმარების შეფუთვაც - დამატებითი მოცულობა გაცილებით ხელსაყრელ ფასად. მოსახერხებელი შეფუთვა და ხელმისაწვდომი ფასი - სწორედ ეს არის "მიტარბის" ახალი ბოთლის უპირატესობა", - აცხადებს ნატა წერეთელი, "მიტარბის" ბრენდ-მენეჯერი.

"მიტარბი" სამკურნალო-სუფრის სასმელი წყლის კატეგორიას მიეკუთვნება. რეკომენდირებულია, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყალი. მინერალური წყლის საბადო ბორჯომის რაიონში, მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მინერალური წყლის წარმოება სერტიფიცირებულია ISO 9001, 22000 -ით."მიტარბის" მინერალური წყლის საერთო მინერალიზაცია შეადგენს 2-3 გ/ლ. იგი არის ნახშირორჟანგიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმ- ნატრიუმიანი, რკინიანი წყალი.

თაროზე "მიტარბის" ფასი შეფუთვების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება: 0.5ლ - 0.70თ; 1ლ - 1ლ; 1,5ლ - 1.20თ.

მინერალური წყლის "მიტარბი" მოპოვებასა და წარმოებას კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ახორციელებს. იგი ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება. მისი დისტრიბუცია მთელს საქართველოში ხორციელდება. "მიტარბი" საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიდა.

R