თეთრი სახლი: Credit Suisse-თან დაკავშირებული პრობლემები აშშ-ს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული არ არის

ამერიკის საბანკო სექტორში არსებული ვითარება არ არის დაკავშირებული ბანკ Credit Suisse-ში არსებულ პრობლემებთან, რომლის აქციები ოთხშაბათს თითქმის 30%-ით დაეცა. ეს განცხადება ხუთშაბათს ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა გააკეთა.

მას ჰკითხეს, უფრთხის თუ არა ვაშინგტონის ადმინისტრაცია იმ პრობლემების შედეგებს, რომლებსაც ახლა აწყდებიან ბანკები მთელს მსოფლიოში, მათ შორის Credit Suisse. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. მე ვიცი, რომ აშშ-ს ხაზინა კავშირშია თავის შვეიცარიელ კოლეგებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემები არ უკავშირდება არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, არსებულ ეკონომიკურ პირობებს აშშ-ში“, - განაცხადა სპიკერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლი, კონგრესთან და დამოუკიდებელ ფინანსურ რეგულატორებთან ერთად, მჭიდროდ იმუშავებს ამერიკის საბანკო სექტორის ზედამხედველობის გაძლიერების საკითხზე. ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ვაშინგტონის ადმინისტრაციამ შესაძლოა, გამოაცხადოს ცვლილებები დეპოზიტების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ს ფინანსურ სისტემაში არსებული კრიზისი რიგი ბანკების დაშლის ფონზე, დიდწილად, გლობალური ბიზნესის ნდობის დაკარგვის მაჩვენებელია დოლარის მიმართ, როგორც დაზოგვის საიმედო საშუალება. მისი თქმით, რუსული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს შესაბამის თემას, რადგან შეერთებული შტატების როლს მსოფლიო ვაჭრობასა და ფინანსებში " აშკარად შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე. არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ „დომინოს ეფექტი“ ჯერჯერობით არ არის, მაგრამ „ბაზრებმა უკვე სერიოზული რეაგირება მოახდინეს“ აშშ-ში ბანკების კოლაფსზე.

კოკა კვირკველია