94.484 მლნ ლარის შემოსავალი ჯარიმებიდან - რომელმა ბანკმა მიიღო ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი

კომერციულმა ბანკებმა 2022 წელს საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 94,484 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების 2022 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკმა“ მიიღო - 21,756 მლნ ლარი. ხუთეულში არიან: „კრედო ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“.

საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:

  • „საქართველოს ბანკი“ - 21 756 918 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 18 270 543 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ -17 865 741 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ – 12 798 174 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 11 934 246 ლარი

რაც შეეხება სხვა ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 2 565 753 ლარი; „ტერა ბანკი“ – 2 853 813 ლარი; „პროკრედიტ ბანკი“ – 703 390 ლარი; „პაშა ბანკი“ – 856 406 ლარი; „ზირაათ ბანკი“ – 200 506 ლარი და „სილქ ბანკი“ – 53 761 ლარი, " ბაზის ბანკი" - 4 625 447 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, „იშ ბანკი საქართველოს“, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ და „პეისერას“ ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი არ მიუღიათ.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, აქედან ერთი, „პეისერა“ ციფრული ბანკია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.

ნინი ქეთელაური