"ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა"

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან.

„არ მინდა, რაღაც პარტიულ დისკუსიებში შევიდე, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ცხადია, მათ აქვთ დაპირისპირება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს, ეს ადამიანები წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.