კრიშტიანუ რონალდუმ მისი კარიერის განმავლობაში შეძლო და 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. საიდუმლო არ არის, რომ ის მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენებს შორისაა. დღეს ფეხბურთელის წმინდა ქონება 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი საზოგადოებას ძალიან უყვარს. ხალხის მხრიდან მხარდაჭერა ფეხბურთელმა უამრავი დადებითი თვისების გამო მოიპოვა, ერთ-ერთი კი ქველმოქმედებაა.
სად და რამდენი გაიღო დასახმარებლად რონალდუმ?
შემოწირულობა სიმსივნის ცენტრისთვის
პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის პირველ შემოწირულობებს შორის იყო კიბოს ცენტრის დასახმარებლად გაღებული დაახლოებით 130,000 დოლარი.
გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც 2007 წელს რონალდუს დედამ მკერდის კიბო დაამარცხა. სწორედ მას შემდეგ აჩუქა ფეხბურთელმა პორტუგალიის სიმსივნის ცენტრს თანხა.
შემოწირულობები პორტუგალიის საავადმყოფოებისთვის
პანდემიის დროს კრიშტიანუ რონალდუ ხელფასის შეკვეცას ოთხი თვით დათანხმდა, რის შედეგადაც, მის 2020 წელს ხელფასს დააკლდა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი. სწორედ ეს თანხა გადაურიცხა ვარსკვლავმა პორტუგალიის საავადმყოფოებს. კრიშტიანო რონალდუმ დამატებითი 1 მილიონი დოლარის შემოწირულობა გაიღო კორონავირუსის დროს.
ჰუმანიტარული მიზნებისთვის თავისი ჯილდო გაყიდა
რონალდუს ყველაზე გამორჩეულ ქმედებებს შორის არის ის, რომ ქველმოქმედებისთვის მან თავისი ოქროს ბუცი გაყიდა. ბუცი აუქციონზე დაახლოებით 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, თანხა კი ღაზას მრავალი სკოლის დაფინანსებას მოხმარდა.
ჩემპიონთა ლიგის ბონუსი
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მიღებული მთელი თანხა - 650 000 დოლარი რონალდუმ გაეროს საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირა. Dosomething.org-მა 2015 წელს ის მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედ სპორტსმენად დაასახელა.
შემოწირულობები Save The Children-თვის
როდესაც 2012 წელს კრიშტიანუ რონალდუ Save the Children-ის ელჩი გახდა, მან ორი წლის შემდეგ, 2014 წელს ორგანიზაციას 475,000 დოლარი შესწირა.
წყარო: therichest