მილიონერის ქვრივი, რომელიც ჩოგბურთზე გიჟდება - ვინ არის ბილ გეითსის ახალი სიყვარული

სილიკონის ველის ლეგენდა ბილ გეიტსი ცოლთან, მელინდა გეითსთან გაშორების შემდეგ ისევ შეყვარებულია. დასავლური მედია ბევრს წერს წყვილზე, რომლებიც ერთად გამოჩენას საჯაროდ არ ერიდებიან. Microsoft-ის თანადამფუძნებელი და პაულა ჰერდი ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

როგორც ცნობილია ისინი ერთმანეთს საერთო მეგობრების მეშვეობით შეხვდნენ. პაულას აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი და არის გამოცდილი პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი. 2023 წლის იანვარში წყვილი ერთად დააფიქსირეს ავსტრალიაში.

რა არის ცნობილი პაულა ჰარდზე?

პაულა დაქორწინებული იყო Oracle-ის აღმასრულებელ დირექტორზე, რომელიც 2019 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ჰარდმა მემკვიდრეობით მიიღო ქმრის, მარკ ჰარდის მიერ გარდაცვალების დროს დატოვებული 500 მილიონი დოლარიდან.

პაულა დაიბადა ტეხასში 1962 წლის 27 აპრილს. ამჟამად ცხოვრობს ლოს ანჯელესში. 1978 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ოსტინში გადასვლამ ტეხასის უნივერსიტეტში მარკეტინგის სტუდენტად ჩარიცხვის მიზნით შეცვალა მისი მომავალი. Daily O-ს ცნობით, მან დაამთავრა პრესტიჟული უნივერსიტეტი მარკეტინგისა და ბიზნესის მენეჯმენტის ხარისხით 1984 წელს. რის შემდეგაც მან უზრუნველყო სტაბილური სამუშაო NCR კორპორაციაში.

ამჟამად პაულა ექსკლუზიურ ელიტარულ კლუბში კოორდინატორად მუშაობს.

პაულას გარდაცვლილ ქმართან ორი ქალიშვილი - კეტრინი და კელი ჰყვას. თავად მარკ ჰარდი ცნობილი იყო, როგორც ძლიერი ბიზნეს მაგნატი და ეკავა გავლენიანი პოზიცია. ის ასევე იყო ერთჯერადი IT საწარმო Hewlett Packard-ის ბოსი.

დღეს ჰარდი მუშაობს მსოფლიოს რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, რათა უზრუნველყოს დახმარება სხვადასხვა სექტორში. ის მართავს ფილანტროპიულ ღონისძიებებს პირად, კორპორატიულ და გლობალურ დონეზე. 2021 წელს პაულამ წარმატებით მოაგროვა 1 მილიარდი დოლარი ბეილორის უნივერსიტეტის Give Light კამპანიისთვის. იგი აქტიურად არის დაკავშირებული სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მომავალი ჩოგბურთელების სპონსორობაში.

Daily Mail-ის თანახმად, 67 წლის გეითსმა და 60 წლის ჰერდმა საჯაროდ დაადასტურეს თავიანთი ურთიერთობა 2023 წლის იანვარში, მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე.

Tech Story-ის თანახმად, პაულა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ტექნოლოგიურ სფეროში, ბილ გეთსს 2015 წელს კალიფორნიაში, ჩოგბურთის ტურნირზე შეხვდნენ.

პაულა ჰარდი დღეს 35,3 მილიონ დოლარს ფლობს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი