Bentley-მ რეკორდული მოგების შესახებ გამოაცხადა

2022 წელს Bentley-მ მოგება 82%-ით გაზარდა. გასული წელი არ იყო ადვილი ბევრი ავტომწარმოებლისთვის, მაგრამ ძვირადღირებული ბრენდები ერთმანეთის მიყოლებით აფიქსირებენ რეკორდულ შედეგებს. მათ შორის არის Bentley, რომელმაც გამოაცხადა მისი წლიური უპრეცედენტო ზრდის შესახებ, რომელმაც 708 მილიონი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, გასულ წელს მან 389 მილიონი გამოიმუშავა.

საინტერესოა, რომ პანდემიამდელ წლებში Bentley-ის შედეგები შესამჩნევად დაბალი იყო. მათ შორის ბრიტანულმა მწარმოებელმა 2018 წელი 288 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალით დაასრულა. თუმცა მომდევნო წელს მენეჯმენტმა, ბიზნესის რესტრუქტურიზაციისა და ახალი მოდელების და ფუნქციების დამატებით სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები.

„შედეგად, 2018 წლიდან მიღწეულია თითქმის მილიარდი ევროს მოგება, მიუხედავად Brexit-ის, პანდემიის, ნახევარგამტარების მიწოდების შეფერხების, უკრაინის კრიზისისა და ეკონომიკური არასტაბილურობისა დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა Bentley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჰოლმარკმა.

კომპანიის შიგნით ცვლილებების გარდა, ბრენდს კლიენტების ყიდვის ქცევის ცვლილება დაეხმარა. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ინდივიდუალური პერსონალიზებით, რამაც შეზღუდული გამოცემებისა და ექსკლუზიურების გაყიდვიდან მომგებიანობის ზრდა 20,9%-ით გამოიწვია.

ცნობისთვის, 2022 წელს Bentley-მ თავის ისტორიაში პირველად გაყიდა 15,000-ზე მეტი ავტომობილი. ბრენდის მოდელებს შორის გაყიდვების ლიდერია Bentayga, თუმცა ასევე კარგად იყიდება Continental GT Speed ​​და ჰიბრიდული Flying Spur-იც.

კოკა კვირკველია