ტოპ-10 პროდუქტი რასაც ვყიდით სომხეთში, რომელიც საქართველოს მთავარი ექსპორტიორი გახდა

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი გახდა 133.1 მლნ აშშ დოლარით. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 191.7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 1-ელ ორ თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 45.620 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა.

ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა საქართველოდან სომხეთში, ასე გამოიყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - 50 161 290 აშშ დოლარი;
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19 450 010 აშშ დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3 525 380 აშშ დოლარი;
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 3 390 020 აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3 361 340 აშშ დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 1 764 480 აშშ დოლარი;
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1 598 750 აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1 588 350 აშშ დოლარი;
  • ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 1 582 230 აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 482 510 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი