მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ძვირდება

ოქროს ღირებულებამ Comex-ის ბირჟაზე (ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟის განყოფილება) ვაჭრობის დროს 2 ათას დოლარს გადააჭარბა, ამის შესახებ მოწმობს სავაჭრო პლატფორმის მონაცემები.

ოქროს მაქსიმალურმა ფასმა ერთ უნციაზე 2010,1 დოლარს მიაღწია, ხოლო თბილისის დროით 11:25 საათზე 2009,7 დოლარად იყიდებოდა (+1,83%).

აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი 2000 დოლარზე მეტი გასული წლის აპრილში იყო.

ამავე დროს, გაიზარდა ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების ღირებულებაც.

კოკა კვირკველია