თურქული ტუროპერატორები სასტუმროებისთვის სეისმომდგრადობის სერთიფიკატების გაცემას მოითხოვენ

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივი სასტუმროებისთვის შესაძლოა, სეისმომდგრადობის სერთიფიკატების გაცემა დაიწყონ. ინფორმაციას გაზეთი Hürriyet ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ინიციატივა თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) პრეზიდენტ ფირუზ ბაგლიკაიას ეკუთვნის. მისი თქმით, სეისმომდგრადობის სერტიფიკატები ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ უნდა გასცეს.

„თუ ადრე საზღვარგარეთ ჩვენს ახალ ტურისტულ მიმართულებებზე მეკითხებოდნენ, ახლა ყველა მიწისძვრაზე მეკითხება. ტუროპერატორები, სავარაუდოდ, მოითხოვენ ანგარიშს, არიან თუ არა სასტუმროები მიწისძვრის მიმართ მდგრადი. ამ მხრივ სასტუმროები სერტიფიცირებული უნდა იყოს,“ - აცხადებს ფირუზ ბაგლიკაია.

ის თურქეთის მიმართ ტურისტების ინტერესის კლებას მოელის, რაც განსაკუთრებით მარტში იქნება საგრძნობი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ