2023 წელს უკრაინა 10 მილიონი ტონით ნაკლები მარცვლეულის მოსავალს მოელის

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პროგნოზით, 2023 წელს ქვეყანა დაახლოებით 44,3 მლნ ტონა მარცვეულის მოსავალს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს 53,1 მლნ ტონა იყო - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წელს მოსალოდნელია 16,6 მლნ ტონა ხორბლის მოსავალი (2022 წელს 20,5 მლნ ტონა), 21,7 მლნ ტონა სიმინდის მოსავალი (25,6 მლნ ტონა 2022 წელს), 4,8 მლნ ტონა ქერის მოსავალი (5,6 მლნ ტონა 2022 წელს). ამასთან, 2021 წელს უკრაინას ჯამში 86 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალი ჰქონდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, წელს სათესი მიწის ფართობი შემცირებულია 1,4 მლნ ჰექტრით 10,2 მილიონ ჰექტრამდე.

ამასთან, მოსალოდნელია ზეთოვანი კულტურების მოსავლის ზრდა 18,2 მლნ ტონიდან 19,2 მლნ ტონამდე. კერძოდ, მზესუმზირის მოსავალი გაიზრდება 11,1 მლნ-დან 11,5 მლნ-მდე, ხოლო რაფსის 3,7 მლნ-დან 3,8 მლნ-მდე.

კოკა კვირკველია