დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი იზრდება - რა გავყიდეთ ყველაზე დიდი რაოდენობით

დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ქვეყნებში ექსპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს თებერვალში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში 255,203 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 164,896 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წლის თებერვალში - 131,237 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წელს თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა.

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები -128,136 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 14,786 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 7,999 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 7,440 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6,061 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,605 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 4,685 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 4,453 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3,474 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 3,390 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური