2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში გასვლითმა ვიზიტებმა პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა - PMCG

2022 წელს საქართველოს რეზიდენტების გასვლითი ვიზიტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, 1.7 მილიონ ვიზიტს მიაღწია და პანდემიამდელი მაჩვენებლის 71% შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2022 წელს გასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (14%).

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2022 წლის III კვარტალში აღმოჩნდა, როდესაც ვიზიტების რაოდენობამ 143%-ით გადააჭარბა 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებელს.

2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.17 ღამით მეტია,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი