თბილისში ბინების გაყიდვები 5%-ით, საშუალო გასაყიდი ფასი კი 13%-ით გაიზარდა - colliers

2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 421 ერთეული შეადგინა და წინა წლის თებერვალთან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ბაზრის ზომა 21%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2023 წლის თებერვალში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.

2023 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 16%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბნებში - 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა ფართო ცენტრში კი 2% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი