გუდაურის საბაგიროების აბონემენტები გაიაფდა

გუდაურის საბაგიროების ერთდღიანი აბონემენტები დამსვენებლებისთვის (ზრდასრულებისთვის), 13 აპრილიდან სეზონის დასრულებამდე, 30 ლარის ნაცვლად 20 ლარი იქნება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის გადაწყვეტილებით, გუდაურში საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 19 აპრილის ჩათვლით იმუშავებს - შაბათ-კვირას 9.00 საათიდან 16.00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეებში 9.00 საათიდან 15.00 საათამდე. ამასთან, 19 აპრილის შემდეგ კურორტზე სეზონი კვლავ გაგრძელდება.