პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ფინანსთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.

ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.