მსოფლიოს ლიდერთა ხელფასები უთანაბროა

უახლესი მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი მსოფლიო ლიდერებს შორის - სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლიე შიენ ლუნს აქვს.

2015 წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა 1,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ერთობლივ სახელფასო ფონდსაც კი აღემატება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წლიური ხელფასი $400,000-ია. მიუხედავად იმისა, რომ ლი შიენ ლუნის შემოსავალთან, მისი ჯამაგირი მცირეა, ინტერნაციონალური სტანდარტების მიხედვით, ის მაინც ძალიან მაღალია. კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფენ ჰარპერის წლიური შემოსავალია $260,000. მას მოჰყვება ანგელა მერკელი - $234,400. რუსეთის პრეზიდენტის წლიური ხელფასია $136,000, რაც არსებითად მეტია ჩინეთის ლიდერის ში ჯინპინის შემოსავალთან შედარებით, რომელიც $22,000-ს შეადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელფასი თვეში 7000 ლარია (წყარო: გაზეთი  24 საათი). წლიურად მისი ხელფასი, ლარის დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წამყვანი დასავლური ქვეყნების სახელფასო მაჩვენებლებს, თუმცა ში ჯინპინის ხელფასს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი), თითქმის ორჯერ აღემატება.

bpn

წყარო analytica.tsu.ge