საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება რეკორდულად გაიზარდა

ნავთობის მოპოვება რეკორდულ რაოდენობამდე გაზარდა - 10,3 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.

2015 წლის მარტის თვეში საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება რეკორდულ რაოდენობამდე გაზარდა - 10,3 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.

წინა რეკორდად ითვლებოდა 2013 წლის აგვისტოს თვეში დადგენილი მაჩვენებელი - 10,2 მილიონი ბარელი დღე-ღამეში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ალი ბენ იბრაგიმ ან-ნუაიმმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება არ გადააჭარბებს 10 მლნ ბარელს დღე-ღამეში.

ანალიტიკოსთა ვარაუდით, საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიო სანავთობო ბაზრის 10%-ს აკონტროლებს, ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.