იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ით გაიზარდა - pmcg

2023 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 44.2%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3%-ს შეადგენდა,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი