საქმიანობის 3 დარგი, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია საქართველოში

2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი ზრდის შემდეგ. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

სექტორების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 673 ლარი, წლიური ზრდა - 61.8%;
  • ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა - 2 727 ლარი, წლიური ზრდა - 12.1%;
  • მშენებლობა - 2 536 ლარი, წლიური ზრდა - 14.8%.

ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:

  • განათლება - 1 006 ლარი, წლიური ზრდა - 9.8%;
  • წყალმომარაგების სექტორი - 1 137 ლარი, წლიური ზრდა - 9.1%;
  • სოფლის მეურნეობის სექტორი - 1 179 ლარი, წლიური ზრდა - 3.6%.
თაია არდოტელი