ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 20.4%-ით გაიზარდა - PMCG

ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 20.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 39 565 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევის თანახმად, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიური ზრდის ტემპმა-1.5% შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.5%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

თაია არდოტელი