"ჩვენ უბრალოდ, მივიღეთ 90-იან წლებში არსებული "ტეხასმოტრის" განახლებული ვერსია" - ვასო ურუშაძე ტექინსპექტირების რეფორმაზე

"აქ არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპასუხისმგებლო, გულგრილი, ზედაპირული დამოკიდებულება და მოჩვენებითი ხასიათის ღონისძიებები. ჩვენ უბრალოდ, მივიღეთ 90-იან წლებში არსებული "ტეხასმოტრის" განახლებული ვერსია, რომელიც ერთ-ერთში არის იგივე, რაც იყო 90-იანებში", - ამის შესახებ HUB GEORGIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" განაცხადა.

"გავიდა 5 წელი და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მიგვეღო გაუმჯობესებული შედეგები, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ისე ჰაერს დაბინძურების ნაწილში, არა თუ შენარჩუნება, გაუარესება გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულმა ე.წ რეფორმამ ტექინსპექტირების შესახებ განიცადა კრახი და ჩავარდა.

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობას და მენეჯმენტს არ გააჩნია უნარი რეფორმების წარმატებით გატარების და ეს დადასტურდა სხვადასხვა რეფორმებთან მიმართებით. რაც შეეხება ტექინსპექტირებას, აქ არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპასუხისმგებლო, გულგრილი, ზედაპირული დამოკიდებულება და მოჩვენებითი ხასიათის ღონისძიებები. ჩვენ უბრალოდ, მივიღეთ 90-იან წლებში არსებული "ტეხასმოტრის" განახლებული ვერსია, რომელიც ერთ-ერთში არის იგივე, რაც იყო 90-იანებში. უბრალოდ, გაქრა პირდაპირი მნიშვნელობით ქრთამის აღებ-მიცემობა და შემოვიდა სხვა მოდელი. ამასთან, არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ყველამ იცის, რომ არსებობენ ტექინსპექტირების ცენტრები, სადაც უფრო მეტად ლოიალურები არიან, შეგიძლია მიხვიდე და იქ რაღაცაზე თვალი დახუჭონ. ამავე დროს, არსებობენ ტექინსპექტირების ცენტები, სადაც მკაცრად უდგებიან და ეს რა თქმა უნდა, არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ქრთამის აღებ-მიცემობა, თუმცა, თუ განვიხილავთ საერთო პრიზმაში, ესეც რაღაც კორუფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ანუ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ვიწრო ფაქტორებმა განაპირობა, ერთობლიობაში რეფორმა ჩავარდა. 5 წლის შემდეგ, როდესაც გაქვს გაუარესებული დინამიკა, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ნიშნულები მაინც გაუმჯობესებულიყო, ამ დროს ხელისუფლება უნდა ჯდებოდეს და მუშაობდეს, ამ რეფორმის ან შეწყვეტაზე და ახლიდან დაწყებაზე, ან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ნინი ქეთელაური