საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტი 1086,7%-ით, ხოლო ყაზახეთში 749%-ით გაიზარდა - რა გადის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში

საქართველოდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი დაახლოებით, 296%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წლის თებერვალში კავშირის 5 ქვეყანაში 32,702 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს თებერვალში 129.509 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისათვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი - 1 086,7%-იანი ზრდა ყირგიზეთში ფიქსირდება, სადაც წელს თებერვალში საქართველოდან რეექსპორტმა 28,315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,386 მლნ აშშ დოლარი.

ამავე მონაცემების თანახმად, ყაზახეთში წელს თებერვალში რეექსპორტზე 41,982 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,941 მლნ აშშ დოლარის (ზრდა 749%-ია).

რეექსპორტის მაჩვენებელში, რეკორდული ზრდით ყაზახეთს სომხეთი მოსდევს. კერძოდ, 2023 წლის თებერვალში საქართველოს გავლით სომხეთში 47,940 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის თებერვალში - 17,303 მლნ აშშ დოლარის, აქ ზრდა 177%-ს შეადგენს.

შემდეგია რუსეთი, სადაც წელს თებერვალში საქართველოს გავლით 10,222 მლნ აშშ დოლარის საქონელი მოხვდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5,036 მლნ აშშ დოლარის, ზრდა 102,9%-ია.

საქართველოდან რეექსპორტი შემცირებულია ბელარუსში, სადაც 2023 წლის თებერვალში 1,050 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,036 მლნ აშშ დოლარის. აქ კლება 189%-ია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების 5-ეულს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში წელს თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:

ტოპ-5 რეექსპორტირებული პროდუქტი ყაზახეთში:

  • მსუბუქი ავტომობილები - 30,619 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 7,678 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 810.8 ათასი აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 610.1 აშშ დოლარი
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 426.4 ათასი აშშ დოლარი

სომხეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 50.661 მლნ აშშ დოლარი
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19.450 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3.260 მლნ აშშ დოლარი
  • ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3,133 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 1,764 მლნ აშშ დოლარი

რუსეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 17.719 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 3.793 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარილები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 3.169 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,326 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი - 1,785 მლნ აშშ დოლარი

ყირგიზეთში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 27.164 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 368.72 ათასი აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, აქსკავატორები - 276 ათასი აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 253 ათასი აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 214.36 მლნ აშშ დოლარი

ბელარუსში რეექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 373.9 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 343.8 ათასი აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 116.9 ათასი აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 72.24 ათასი აშშ დოლარი
  • სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - 62.8 ათასი აშშ დოლარი.
ნინი ქეთელაური