გორში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა - შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

მათივე ცნობით, გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, ეტაპობრივად განხორციელდება.