საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 136.6 მლნ დოლარით გაეზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 136.652 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 172.354 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.264 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21.712 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.127 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.635 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.436 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.281 მლრდ ლარს შეადგენდა.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი - 908.975 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.299 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 2.064 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი