საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს.

ასევე დღეგამოშვებით მსვლელობაში აღდგა ჩქარი ელექტრომატარებლი #860/859 თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც რკინიგზის სალაროებში, ისე რკინიგზის ინტერნეტ-გვერდისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით.

დამატებით ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ცხელ ხაზს 1331.