თებერვალში რუსეთის მშპ 3,1%-ით შემცირდა

2023 წლის თებერვალში რუსეთის მშპ-ის კლებამ 3.1% შეადგინა, მაშინ როცა იანვარში 3.2%-იანი კლება იყო - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმოხილვაში „ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ“.

რუსეთის მშპ-ის შემცირება 2023 წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 3,2% დონეზე შეაფასა.

"ეკონომიკას მხარს უჭერს მშენებლობაში სამუშაოების მოცულობის ზრდა. გარდა ამისა, დადებითი წვლილი შეაქვს სამრეწველო წარმოებისა და სატრანსპორტო ტვირთბრუნვის ზრდას (მილსადენების გარდა)", - აცხადებენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

ამასთან, საცალო ვაჭრობის ბრუნვამ თებერვალში წლიური თვალსაზრისით შეადგინა -7,8% , იანვარში კი - 6,6% იყო.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის მშპ 2022 წელს 2,1%-ით შემცირდა.

კოკა კვირკველია