ევროპის ხუთი ქვეყანა "თურქული ნაკადის" პროექტში ჩართვის სურვილს გამოთქვამს

საბერძნეთის, სერბეთის, მაკედონიის, უნგრეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გაზსადენ "თურქეთის ნაკადის" პროექტში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ხუთი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის ერთობლივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა დეკლარაციას ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ "გაზპრომის" პროექტში მონაწილეობის საკითხს თითოეული ქვეყანა ცალკეულად განიხილავს.

"თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება. გაზსადენი "თურქული ნაკადი" ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.