ევროპაში უკრაინიდან რუსული გაზის ტრანზიტი რეკორდულად გაიზარდა

გასული წლის 8 აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი 5%-ით არის გაზრდილი.

რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტმა უკრაინის გავლით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 194,2 მილიონ კუბურმეტრს დღე-ღამეში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან ერთად, გასული წლის 8 აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი 5%-ით არის გაზრდილი.

არსებული ინფორმაციით, ევროპის ხუთი ქვეყანა - მაკედონია, უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი და საბერძნეთი თანახმა არიან შეუერთდნენ "თურქული ნაკადის" პროექტს. "თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება. გაზსადენი "თურქული ნაკადი" ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.