ტოიოტა კავკასიამ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა

ტოიოტა კავკასიამ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - დახვეწილი, კომპაქტური და პრაქტიკული Toyota Corolla Cross-ი და ლეგენდარული სედანის - Toyota Corolla-ს ახალი მოდელი წარადგინა.

ტოიოტა კოროლა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ტოიოტას განახლებული ვერსიების პრეზენტაცია და ტესტდრაივი ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტებისთვის 28-29 მარტს აჭარის რეგიონში გაიმართა. ციხისძირი-ბათუმი-ქობულეთის გზის 70 კმ-იან მონაკვეთზე საშუალება გვქონდა ტოიოტა კოროლას უახლეს მოდელებთან ერთად Corolla-ს წინამორბედიც გამოგვეცადა.

Toyota Corolla (MC)-ის ახალ ვერსიაში განახლებული და ბევრად დახვეწილია ავტომობილის ექსტერიერი და ინტერიერი. მოდელი საგრძნობლადაა შეცვლილი და გაუმჯობესებულია ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც.

ავტომობილის ინტერიერში შეცვლილია რადიატორის ცხაურა და სანისლე ფარების ბუდე. ახალ მოდელს აქვს დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერში დამატებულია ახალი ფერი (Midnight Teal) და ბევრად დახვეწილია თითოეული დეტალი.

Toyota Corolla (MC)-ს სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5- დუიმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით - ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. ეს ავტომობილი აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით. ასევე 12,3-დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

337434549-1304635146785628-3561598353143359320-n-1680258804.png

მთავარი სიახლე ავტომობილის ტექნიკური განახლებაა - მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს. კოროლა არის პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა და ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებელად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.

უნიკალურია ბრენდის სრულიად ახალი მოდელი - Toyota Corolla Cross. ის ლეგენდარული კოროლას SUV ვერსიაა და სამოდელო ხაზში C-HR-სა და RAV4-ს შორის დგას.

Corolla Cross-ის დამატება Corolla-ს საავტომობილო ხაზში კიდევ უფრო ზრდის Toyota-ს გაყიდვების ამბიციებს ევროპაში, უაღრესად კონკურენტუნარიან C სეგმენტში. კომპანია მიზნად ისახავს წლიურად 400 000 ერთეულის გაყიდვას, რაც 2025 წლისთვის სეგმენტის 9%-იანი წილის ეკვივალენტურია.

კოროლა ქროსის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია, სიმძლავრე კი 197 ცხენის ძალა. ტოიოტას ეს ახალი SUV 100 კმ/სთ სიჩქარეს 7,61 წამში ავითარებს.

ახალი კოროლა ქროსი აღჭურვილია Toyota-ს უახლესი ჰიბრიდული სისტემით, ციფრული ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების სისტემებით. ეს არის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია Toyota-ს მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას.

„Toyota Corolla Cross გამორჩეულია ახლი ტექნოლოგიებით. მათ შორისაა მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა, რომელიც მუშაობს უფრო ეკონომიურად. საწვავის ხარჯი და შესაბამისად გამონაბოლქვი, მინიმუმამდეა შემცირებული. მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემა ტოიოტამ პირველად გამოიყენა ამ მოდელში და იმედი მაქვს, შემდეგ მოდელებშიც განაგრძობს ამ მიმართულების განვითარებას, რაც საგრძნობლად შემცირებს გარემოზე ზემოქმედებას,“ - აღნიშნავს ტოიოტა კავკასიის პროდუქტის სპეციალისტი დავით სიხუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ Toyota Corolla Cross-ი ავტომობილის ინტერიერის დიზაინი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულობაზე. სალონში ბევრი სათავსო წერტილია სხვადასხვა ნივთის განსათავსებლად, ასევე USB-A პორტი და უსადენო დამტენი წინა კონსოლში და ორი USB-C პორტი უკანა მგზავრებისთვის.

336644121-731018968657006-4320939157912533403-n-1680258838.jpg

Toyota T-Mate-ის დახმარებით ახალი კოროლა ქროსი კიდევ უფრო უსაფრთხოა. კოროლა ქროსი აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით.

ორჯერაა გაზრდილი ავტომობილის წინ გზის აღქმის მანძილი, რაც აუმჯობესებს შეჯახების პრევენციის სისტემის (Pre-Collision System) მუშაობას, ასევე უფრო კომფორტული გახდა სრულდიაპაზონიანი ადაპტაციური კრუიზ კონტროლი (Full Range Adaptive Cruise Control). მძღოლს შეუძლია თავად გაზარდოს სასურველი მანძილი წინ მიმავალ ავტომობილთან, რაც უზრუნველყოფს უფრო რბილ დამუხრუჭებას საჭიროების შემთხვევაში. ასევე დამატებულია ახალი სისტემები უსაფრთხო გასწრებისთვის: გადასწრების პრევენციის მხარდაჭერა (Overtake Prevention Support ) ხელს უშლის უნებლიე გასწრებას მანქანის არასწორი მხრიდან, ხოლო შენელების/მომხვევის წინასწარი სიგნალის კონტროლი ეხმარება მძღოლს ხელახლა უსაფრთხოდ შეუერთდეს მოძრაობის ზოლს. Lane Trace Assist კი ხვდება, როდესაც მძღოლი ცდილობს დაბრკოლების გვერდის ავლას და ეხმარება მას მაქსიმალურად ბუნებრივ მოძრაობაში.

ახალი Proactive Driving Assist (PDA) მოიცავს დაბრკოლებების არიდების და შენელების ფუნქციას, რათა თავიდან აიცილოს მანქანის სხვა ობიექტთან ზედმეტად მიახლოება.

Rear Cross Traffic Alert არის ხმოვანი გაფრთხილება, თუ უკანა სავარძელზე რაიმე დარჩა - მაგალითად, ბავშვის სავარძელი ან ბარგი. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (Safe Exit) - ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს.

„ტოიოტას დიდ ოჯახს იმედი გვაქვს, რომ ეს მოდელიც ისევე დაიმკვიდრებს თავს, როგორც ამ ბრენდის ყველა სხვა მოდელი, რომელსაც წარმოვადგენთ საქართველოს რეგიონში,“ - აცხადებს „ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის სპეციალისტი ანა თვალავაძე.

Toyota Corolla Cross-ისა და Toyota Corolla (MC)-ის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმშია შესაძლებელი.

(R)