როგორ გახდა Dior მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდის სახლი

Dior-ის კლასიკური და მარადიული მოდა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა.

კრისტიან დიორს, ჰყავს მემკვიდრეები და თანამოაზრეები, რომლებიც ნაწილობრივ ქმნიან მის ისტორიას. დღეს Dior ცნობილია, როგორც თანამედროვე მოდის გიგანტი.

როგორ დაიწყო მეგა ბრენდმა არსებობა?

მრავალეროვნული მოდის სახლი დააარსა კრისტიან დიორმა, რომელიც 1905 წლის იანვარში, ზღვისპირა ქალაქში, საფრანგეთში, ნორმანდიაში დაიბადა.

ის თავის ოთხ და-ძმასთან ერთად მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. მამა სასუქის წარმოების ბიზნესს ფლობდა.

dfrgmkfgvl-1680266190.jpg

1910 წელს ოჯახი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც კრისტიანი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობდა. სანამ მოდის სფეროში შევიდოდა, საფრანგეთში სამხატვრო გალერეას მართავდა. 1929 წელს დიორის ოჯახმა ფინანსური კრიზის განიცადა, რის გამოც კრისტიანი იძულებული გახდა დაეხურა თავისი სამხატვრო გალერეა. მუშაობა დიზაინერ რობერტ პიგესთან და ყოფილ კუტურიე ლუსიენ ლელონგთან განაგრძო, შემდეგ კი თავისი ესკიზები მაღალი მოდური სახლებს მიჰყიდა.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო კრისტიანი ჯარში გამოიძახეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1946 წელს ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა საკუთარი მოდის სახლს ხსნის.

რევოლუცია მოდის სამყაროში

Dior უკვე ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ბრენდი. ყველაფერი კი რევოლუციურმა მიდგომებმა განაპირობა. დიორმა ომის დასრულებისთანავე თავისი კოლექციები გამოაქვეყნა. მან ამით მეორე მსოფლიო ომის დასრულებაც აღნიშნა.

Dior-ის არაჩვეულებრივი დიზაინი მაშინ რევოლუციური იყო, რამაც ბრენდის სახელი ცნობადი გახადა. მისი ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო.

თავისი პირველი კოლექცია დიზაინერმა1947 წლის 12 თებერვალს გამოუშვა.

პარიზიდან ნიუ-იორკში

1948 წელს ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე Dior-მა მაღაზია გახსნა. ტანისაცმლის გარდა, აქსესუარების წარმოებაც დაიწყო.

ცხრამეტი წლის კრისტიანთან ასისტენტად მუშაობა ივ სენ ლორანმა დაიწყო. უკვე 1955 წელს კრისტიან დიორი მის შემცვლელად სენ ლორანს განიხილავდა, რაც მოხდა კიდეც. დიორის გარდაცვალების შემდეგ მოდის სახლის მართვა 21 წლის ივ სენ ლორანმა განაგრძო. თუმცა 1960 წელს ჯარში სენ ლორანიც გამოიძახეს და ვალდებული გახდა წასულიყო კიდეც.

ივ სენ ლორანის წასვლის შემდეგ, ადგილი მარკ ბოჰანმა დაიკავა.

1978 წელს ბრენდი მილიარდერმა ბერნარ არნომ იყიდა და მმართველი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მიუხედავად LVMH-ის ქვეშ ყოფნისა, Dior აგრძელებს დამოუკიდებელ ბრენდად ყოფნას.

დღეის მდგომარეობით, Dior-ის ღირებულება 150.18 მლრდ დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი