"საქართველოს ბანკი" აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობის განრიგს აქვეყნებს

"საქართველოს ბანკი" აღდგომის დღესასწაულის დღეებში ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, 10, 11 და 13 აპრილი "საქართველოს ბანკის" გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის, მეტროს სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. "საქართველოს ბანკის" ცნობით, მომხმარებელს ინფორმაციის მიღება მოქმედი სერვისცენტრების შესახებ "საქართველოს ბანკის" სატელეფონო მომსახურების ცენტრში - 2 44 44 44 ნომერზე დარეკვით შეეძლება. შაბათს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 14 აპრილს. "საქართველოს ბანკის" სატელეფონო მომსახურების ცენტრი 11 აპრილის 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

14 აპრილიდან "საქართველოს ბანკის" ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.