ყველაზე ძვირად ღირებული სახლები მსოფლიოში, რომლებსაც ვარსკვლავები ფლობენ - 2023 წლის რეიტინგი

ცნობილი ადამიანების უმეტესობა ექსტრავაგანტულ ცხოვრების წესს იზიარებენ, ისინი ცხოვრობენ ისეთ ფუფუნებაში, რაზეც უბრალო ხალხს მხოლოდ ოცნება შეუძლია. ვარსკვლავები ასევე მილიონობით დოლარს ინვესტირებენ ძვირად ღირებული სახლების შესაძენად მთელ მსოფლიოში.

წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ სახლებს მსოფლიოში:

u75tr48345845r9-1680268949.jpg

ელენ დეჯენერესის 17th Century Montecito Villa - 26,5 მილიონი დოლარი

ელენ დეჯენერესი ძირითადად ცნობილია მისი შოუს - “ელენ დეჯენერეს“ მოღვაწეობით. ელენმა დააგროვა 500 მილიონი დოლარის წმინდა ქონება, რამაც მას საშუალება მისცა, ეყიდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება.

ელენმა 2013 წელს 26,5 მილიონ დოლარად იყიდა მე-17 საუკუნის ვილა მონტეციტოში. ძვირად ღირებული ქვის სახლი დააპროექტა და ააშენა არქიტექტორმა უოლას ფროსტმა 1930-იან წლებში.

13 ჰექტარზე გაშლილი ეს ვილა შედგება ექვსი საძინებლის, რვა სველი წერტილისა და ბიბლიოთეკისგან, რომელსაც თან ახლავს აყვავებული მწვანე ბაღები უკანა ეზოში. ქონება 2023 წლის მდგომარეობით 45 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

det6we6y4347-1680268961.jpg

ტაიგერ ვუდსის ვილა კუნძულზე - 54,50 მილიონი დოლარი

ტაიგერ ვუდსი არის მსოფლიოში უმდიდრესი გოლფის მოთამაშე, რომლის ქონება დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარია. მას აქვს 54,50 მილიონი დოლარიანი ვილა იუპიტერის კუნძულზე. ტაიგერმა ეს ქონება 2006 წელს შეიძინა და რემონტზე 15 მილიონი დოლარი დახარჯა. ვილა მოიცავს 12 ჰექტარზე მეტ ფართობს და 9 000 კვადრატულ ფუტ საცხოვრებელ ფართს.

ujrfujedu58r9i-1680268987.jpg

ანჯელინა ჯოლის ფრანგული შატო - 60 მილიონი დოლარი

ანჯელინა ჯოლიმ და მისმა ყოფილმა ქმარმა ბრედ პიტმა მდიდრული ვილა კორენსში, საფრანგეთში- Château Miraval 2012 წელს დაახლოებით 60 მილიონ დოლარად იყიდეს.

მე-17 საუკუნის ნაგებობა 1200 ჰექტარზეა გაშენებული, აქვს 35 ოთახი, საბანკეტო დარბაზი, აუზი და ორი სპორტული დარბაზი, სახლის კინოთეატრი, ვიდეო თამაშების ოთახი, ველოსიპედის ბილიკები და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე.

განქორწინების შემდეგ, დიდხნიანი კამათის მოუხედავად, ვილა ანჯელინას დარჩა.

tgujeu5tru8-1680268999.jpg

კიმ კარდაშიანის მალიბუს სახლი - 70,4 მილიონი დოლარი

კიმ კარდაშიანი ამჟამად მილიარდერია, რომლის ქონება დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარია.

რეპერ ქანიე ვესტთან განქორწინების შემდეგ, ის უამრავ უძრავ ქონებას ყიდულობს. ახლახანს კიმმა იყიდა ულტრა მდიდრული პლაჟის სახლი მალიბუში 70,4 მილიონ დოლარად. ეს მალიბუში ყველაზე ძვირი შესყიდვაა 2022 წლის მდგომარეობით.

კიმმა ხმელთაშუა ზღვის სტილის ვილა საწყის ფასზე 29,1 მილიონი დოლარით ნაკლებ ფასად შეიძინა.

hytgju8esxyu754-1680269019.jpg

ჯეი ზი და ბიონსეს ლოს-ანჯელესის პადი - 88 მილიონი დოლარი

ჯეი ზი და ბიონსე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია, რომელთა დაგროვილი ქონება 1,8 მილიარდ დოლარს აღემატება.

ისინი არიან 30 000 კვადრატულ ფუტიანი სასახლის მფლობელები ლოს ანჯელესში. წყვილმა ქონება 2017 წელს 88 მილიონ დოლარად შეიძინა.

სასახლეს აქვს რვა საძინებელი და 11 სააბაზანო.

tgkirfujrfuj-1680269029.jpg

ჯორჯ ლუკასის რანჩო -100 მილიონი დოლარი

ჯორჯ ლუკასი კალიფორნიის მარინის ოლქში ფლობს 100 მილიონი დოლარის ძვირად ღირებულ რანჩოს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Skywalker Ranch.

ლუკასი საკუთრებას 1978 წლიდან ფლობს. მას შემდეგ, მან უამრავი რეკონსტრუქცია ჩაატარა.

ის კინორეჟისორების სამოთხედ ითვლება და აქვს თეატრი 300 ადგილით.

hjuedjurfuj-1680269051.jpg

ჯორჯ კლუნის მე-18 საუკუნის ვილა - 100 მილიონი დოლარი

ლეგენდარული ჯორჯ კლუნი არის ინდუსტრიის ვეტერანი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და ცნობილი კარიერა. კომოს ტბის ნაპირზე კლუნი ფლობს მე-18 საუკუნის იტალიურ ვილას.

ვილა მან 2002 წელს 7 მილიონ დოლარად იყიდა, ხოლო 2023 წლის მონაცემებით, ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ვილა შედგება 25 ოთახისგან, ბაღებისგან, ჩოგბურთის კორტებისგან, ღია აუზისგან, სპორტული დარბაზის, კერძო თეატრისა და უზარმაზარი ავტოფარეხისგან, სადაც განთავსებულია კლუნის მოტოციკლების კოლექცია.

i7606yoktrfguj8ed8-1680269063.jpg

ბილ გეითსის Xanadu 2.0 - 125 მილიონი დოლარი

გეითსი არის 125 მილიონი დოლარის Xanadu 2.0-ის ამაყი მფლობელი. ვაშინგტონში მდებარე საცხოვრებელი გაშენებულია 66 000 კვადრატულ ფუტზე, რომელიც შედგება 7 საძინებლის, 24 სველი წერტილისა და ექვსი სამზარეულოსგან.

ქონებას აქვს უახლესი მაღალტექნოლოგიური სისტემები, როგორიცაა გეოთერმული გათბობის სისტემა, მოძრაობის თვალთვალის სისტემები და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სისტემები.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი