იაპონიაში Nikkei-ის ინდექსი 20 ათას პუნქტამდე გაიზარდა

აქციების მატების მიზეზი იაპონიის ეროვნული ვალუტის დაბალი კურსი გახდა

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე Nikkei-ის ინდექსი, რომელიც იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციის ფასებს ასახავს, პირველად 15 წლის განმავლობაში, 20 ათას პუნქტამდე გაიზარდა.

CNN-ის ცნობით, აქციების მატების მიზეზი იაპონიის ეროვნული ვალუტის დაბალი კურსი გახდა, რაც ხელსაყრელია იაპონური ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უფრო მიმზიდველს ხდის აქციებს ინვესტორებისთვის.

1989 წლის დეკემბერში Nikkei-ის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს - 38 915,87 პუნქტს მიაღწია. 2008 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ინდექსი 6 994,9 პუნქტამდე დაეცა.