ნავთობზე ფასების ვარდნა მსოფლიოს მშპ-ზე უარყოფითად აისახება

ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნა 2015 წელს შესაძლოა, მსოფლიოს ეკონომიკას მთლიანი შიდა პროდუქტის 1% დაუჯდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ეს 1% შესაძლოა მიმართული ყოფილიყო ახალ ინფრასტრუქტურასა და საინვესტიციო პროგრამებში.

"ნავთობზე ფასის ვარდნა ენერგეტიკაში სუბსიდიებს ამცირებს, საფრთხეს უქმნის ნავთობიმპორტიორების განვითარებას. 2015 წელს ეს მსოფლიოს მშპ-ის ერთი პროცენტის დანაკარგი იქნება. ეს კი ის რესურსებია, რომელიც შეგვეძლო გადაგვენაწილებინა საინვესტიციო პროგრამებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე", - განაცხადა კრისტინ ლაგარადმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას.

იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის 3,5%-ით ზრდა იწინასწარმეტყველა. ბოლო მონაცემებით, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასმა ბარელზე 57 დოლარი შეადგინა.