ზედიზედ 3-წლიანი ზარალის შემდეგ, "გალერია თბილისმა" 2021 წელი მოგებით დაასრულა

"გალერია თბილისმა", ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ზარალზე მუშაობის შემდეგ, 2021 წელი 20.1 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა.

2021 წლის მონაცემებით, ცენტრის შემოსავალი 26.6 მლნ ლარს, აქტივების საერთო მოცულობა 195.3 მლნ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 26-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდის მიერ კომპანია თბილისში 2017 წელს გაიხსნა და 2018 წელს მისმაი ზარალი 2 მლნ ლარი, 2019 წელს 33.7 მლნ ლარი, ხოლო პანდემიურ 2020 წელს 49.1 მლნ ლარი იყო.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია „გალერია თბილისი“ საწარმოთა მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.

ანგარიშგებაში წერია ისიც, რომ 2021 და 2020 წლების 31 დეკემბერს კომპანიას სრულად ფლობდა "გალერია ჰოლდინგი", საბოლოო მაკონტროლებელი კი GCF GP-ია, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

კახი ჩაკვეტაძე