500-დან 407-ე ადგილი - ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 325 მლნ დოლარით გაიზარდა

მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის Bloomberg Billionaires Index-ის დღეს განახლებული მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, ბოლო ცვლილებით, 50 მლნ დოლარით, ხოლო წლის დასაწყისიდან 4 აპრილამდე 325 მლნ დოლარით გაიზარდა.

ამდენად, 4 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის მთლიანი ქონება 5,92 მლრდ დოლარს შეადგენს და 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის 407-ე ადგილზეა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • ბერნარ არნო (საფრანგეთი) - მთლიანი ქონება: 199 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +184 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +36,6 მლრდ დოლარი
  • ილონ მასკი (აშშ) - მთლიანი ქონება: 178 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: მინუს 9.05 მლრდ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +40.8 მლრდ დოლარი.
  • ჯეფ ბეზოსი (აშშ) მთლიანი ქონება: 126 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: მინუს 698 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +19,3 მლრდ დოლარი
  • ბილ გეითსი (აშშ)- მთლიანი ქონება: 121 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +724 მლნ დოლარი წლის დასაწყისიდან დღემდე: + 11.9 მლრდ დოლარი
  • უორენ ბაფეტი (აშშ) - მთლიანი ქონება: 108 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: + 652 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +505 მლნ დოლარი
  • ლარი ელისონი (აშშ) - მთლიანი ქონება: 107 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: + 485 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +15,2 მლრდ დოლარი
  • სტივ ბალმერი (აშშ) - მთლიანი ქონება: 101 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: მინუს 635 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +15.7 მლრდ დოლარი
  • ლარი პეიჯი (აშშ) - მთლიანი ქონება: 96,6 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +775 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +13,6 მლრდ დოლარი
  • სერგეი ბრინი (აშშ) - მთლიანი ქონება: 92.3 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება: +743 მლნ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +13.0 მლრდ დოლარი
  • ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი (საფრანგეთი) - მთლიანი ქონება: 89.8 მლრდ დოლარი. ბოლო ცვლილება:+1.41 მლრდ დოლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე: +18.3 მლრდ დოლარი

აღსანიშნავია, რომ 10 უმდიდრესი ბიზნესმენიდან 7 ტექნოლოგიურ სექტორს განეკუთვნება.

Bloomberg Billionaires Index მაჩვენებლებს ნიუ იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს აახლებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ