თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი

ცნობილი ამერიკელი მოტივატორის, რობინ შარმას რჩევები მსოფლიო მასშტაბით, საქმიან წრეებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მას უსმენენ, ნათქვამს იაზრებენ და ცდილობენ, ცხოვრებაში გამოიყენონ.

Adami.ge გთავაზობთ რობინ შარმას ათ საინტერესო ციტატას მისივე წიგნიდან - "თანამედროვე ბიზნესისა და ლიდერობის 50 წესი":

▲ ხშირად შეაქეთ თქვენი თანაგუნდელები. გაკრიტიკება ყველას შეუძლია, ღირსეული კი ის არის, ვინც საუკეთესო თვისებებს დაინახავს სხვაში.

▲ ლიდერობა არ ნიშნავს, უბრალოდ, პოზიციას. ეს არის საქმის სიყვარული და მასზე გავლენის უნარი.

▲ რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მნიშვნელოვანია გუნდი.

▲ თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ, ჩანს გმართავენ, ნაცვლად იმისა, რომ მართოთ.

▲ მძიმე სამუშაო პროცესის მიუხედავად, ეცადეთ, ააშენოთ ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები. ექნება კი ფასი მწვერვალზე ასვლას, თუ იქ მარტო აღმოჩნდებით?

იხილეთ გაგრძელება