რატი მორჩილაძე - საპენსიო რეფორმის მესამე სვეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დანაზოგების გრძელვადიან ზრდას, რაც თავის მხრივ მათი სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება

„საპენსიო რეფორმის მესამე სვეტის ამოქმედება და სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად მოქალაქეებისთვის კერძო საპენსიო სქემებში ჩართვის შესაძლებლობის არსებობა ძალიან საჭირო და დროულია. ეს ცალსახად წაახალისებს ადამიანების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დანაზოგების გრძელვადიან ზრდას, რაც თავის მხრივ, მათი სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება“,- ამის შესახებ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ განაცხადა.

მან საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ გამოწვევაზე - საინვესტიციო ცნობიერების ნაკლებობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირების შესაძლებლობად, მთავრობის, მარეგულირებლის, კერძო სექტორისა და მედიის კოორდინირებულად მუშაობა დაასახელა.

“ცალსახად არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც დღესვე შეუძლია, რომ დამატებითი დანაზოგები გადადონ ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში. დღესდღეობით, საბანკო სფეროში, 11 მლრდ ლარის ვადიანი დეპოზიტებია. ეს სტატისტიკა კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყანაში დანაზოგები არის და მოსახლეობის ნაწილს შეუძლია, კიდევ უფრო მეტი დანაზოგი გააკეთოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს დაზოგვის საშუალება, თუმცა, კერძო დაგროვებით საპენსიო სქემებში ჩართვის შესაძლებლობა არის კარგი საწყისი მომენტი“- აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

„ფორსაითის“ საინვესტიციო ოფიცერს მიაჩნია, რომ კანონის ამოქმედების შედეგად გაიზრდება კონკურენცია და ეს პროცესი ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, აქტივების მმართველებზე, საინვესტიციო თუ საპენსიო ფონდებზე, ეს ყველაფერი ემსახურება ფინანსურ სისტემაში კონკურენციის გაზრდას. საბოლოო ჯამში, ამით ისარგებლებს მოსახლეობა. რაც უფრო მეტი არჩევანი ექნებათ მათ გარშემო, რაც უფრო მეტი წახალისება ექნება ამ სუბიექტებს, რომ უკეთესი პროდუქტები შესთავაზონ მოქალაქეებს, მეტად მიმზიდველი ფინანსური ინსტრუმენტები გამოჩნდება ბაზარზე. ეს ცალსახად ხელს შეუწყობს მოსახლეობის დანაზოგების გრძელვადიან ზრდას, რაც თავის მხრივ მათი სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება“,- განაცხადა რატი მორჩილაძემ.

მან „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიის მისიის ერთ-ერთი ნაწილია კომპეტენციით დაეხმაროს მოქალაქეებს, შექმნას ისეთი სუბიექტი-პარტნიორი და ფინანსური მრჩეველი, რომელიც მათ დანაზოგის გაკეთებაში, ამ დანაზოგის გონივრულად ინვესტირებასა და საბოლოო ჯამში, თითოეულ ინდივიდს სტაბილური ფინანსური მომავლის შექმნაში დაეხმარება.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი, განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

NS