ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. PortSEurope წერს, რომ აღნიშნული ზომა სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში მიიღეს.
აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავი გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა. ეს ღონისძიება გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით. თუმცა, ახლა აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება.