უკრაინა დეფოლტის პირას? -  Standard & Poor's-ის პროგნოზები ნეგატიურია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა.

"ლიგა.ნეტის" ცნობით, უცხოურ ვალუტაში უკრაინის რეიტინგი წინა სადეფოლტო დონემდე, კერძოდ, CCC-დან CC-მდე დაეცა. ამის მიზეზი საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ უკრაინის გეგმებია, რომლის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა გასულ კვირას განაცხადა.

სარეიტინგო კომპანიამ უკრაინის რეიტინგი ეროვნულ ვალუტაშიც დაწია, რომელიც CCC+- მდე შემცირდა. უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. რეკორდულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა - გრივნა. რუსეთის მიერ უკრაინულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანის ეკონომიკას.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის პროგნოზები უკრაინასთან დაკავშირებით ნეგატიურია.