როდესაც ქვეყანა ხდება „ირანი“, როდესაც ერთხელ მაინც ჟღერდება ქვეყანაში მნიშნელოვანი ტიპის სანქცია, ამას ყოველთვის მოჰყვება უკუშედეგი - ოთო აბესაძე

„როდესაც ქვეყანა ხდება „ირანი“ (ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ეგრე დაიწყო იქაც), შესაბამისად, როდესაც ერთხელ მაინც ჟღერდება ქვეყანაში მნიშნელოვანი ტიპის სანქცია, ამას ყოველთვის მოჰყვება უკუშედეგი. ეს უკუშედეგი არის ის, რომ ქვეყანაში არ შემოვა ვალუტა. შესაბამისად, ვხდებით სამეზობლო, რეგიონის კონტექსტში ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა. ეს ეკონომიკას ვერ დაეხმარება“,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ეროვნული ვალუტის სიმყარეს ძირითად შემთხვევაში განაპირობებს შემოსული ინვესტიციები. მე აქ ვსაუბრობ როგორც საქმის პროფესიონალი, თუნდაც საკრედიტო პოლიტიკის და ეკონომიკის, როდესაც ქვეყანა ხდება „ირანი“ (ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ეგრე დაიწყო იქაც), როდესაც ერთხელ მაინც ჟღერდება ქვეყანაში მნიშნელოვანი ტიპის სანქცია, ამას ყოველთვის მოჰყვება უკუშედეგი. ეს უკუშედეგი არის ის, რომ ქვეყანაში არ შემოვა ვალუტა. შესაბამისად, ვხდებით სამეზობლო, სარეგიონო კონტექსტში ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა, ეს ეკონომიკას ვერ დაეხმარება. ეს ვერ მოიტანს ინვესტიციას პორტებზე, აეროპორტებზე, ეს ვერ გააკეთებს საქართველოში ლოგისტიკურ ჰაბებს, ეს ვერ შექმნის ეკომიკურ აქტორს. ეს მხოლოდ იქნება ერთგვარი ეკონომიკური რეცესიის დასაწყისი“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.

ნინი ქეთელაური