2030 წელს აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა იქნება

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 24,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2030 წელს ამერიკა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა იქნება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 24,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან ერთად, ამერიკული უწყების მონაცემებით, 2015 წელს აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 3%-ით - 23-დან 20 პროცენტამდე შემცირდება.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ჩინეთი, რომლის მშპ 2030 წლისთვის 22,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მესამე ადგილზე კი პროგნოზის მიხედვით, ინდოეთია. აშშ-ის სოფლის მეურნეობის უწყების მონაცემებით, ინდოეთის მშპ 2030 წელს 6,6 ტრილიონი დოლარი იქნება. ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წარმოება ექნება.

რეიტინგში მე-10 პოზიციაზე მოხვდა რუსეთიც - აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის მშპ 2030 წელს 2,4 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამერიკელ ექსპერტთა განცხადებთ, რუსეთის ეკონომიკის ვარდნა 2017 წლისთვის შეჩერდება, რის შემდეგაც თანდათან დაიწყებს ზრდას და ზრდის წლიური მაჩვენებელი სავარაუდოდ, 3%-ს შეადგენს.

ათეულში ასევე მოხვდნენ იაპონია, გერმანია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა.

"ბლუმბერგის" ბოლო კვლევის თანახმად, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3,2%-ს შეადგენს, 2016 წელს კი 3,7%-ს.