სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დღეს უფასოდ მოემსახურება

13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

თბილისის მერიიდან ინფორმაციით, 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 1-ელ აპრილს მთავრობის სხდომაზე მიიღო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" მოემსახურება.

საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ "დელისის" ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" მოემსახურება. ვერის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ "ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.